ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი დაკავებულია

საქართველოს პირველი და მსოფლიოს 27-ე ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი დაკავებულია. გავრცელებული ინფორმაციით, ის ყოფილ მეუღლზე ძალადობისთვის დააკავეს. 

ბასილაშვილის პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს. ჩოგბურთელის პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე, სხდომა ბასილაშვილის ადვოკატის, ირმა ჭკადუას მოთხოვნით დაიხურა. 

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს პირველი ჩოგანი მას შემდეგ დააკავეს, რაც ბასილაშვილი და მისი მამა ჩოგბურთელის ყოფილ ცოლს ფიზიკურად გაუსწორდნენ. 

ბასილაშვილის ახლობლებისა და ადვოკატის ინფორმაციით, სპორტსმენი ბრალს არ აღიარებს.