ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარ დაპირისპირებაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარ დაპირისპირებაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

როგორც სამხარეო პოლიციის უფროსმა, ნიკოლოზ დიასამიძემ განაცხადა, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

ცნობისთვის, ჭყონდიდის ეპარქიაში, სალხინოს ტაძარში სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა.

სასულიერო პირებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ შეურაცხყოფაში გადაიზარდა.