COVID-19-ზე მომზადებული რეპორტაჟის გამო სუს-ში ორი მარნეულელი დაიბარეს

მარნეულში მცხოვრები ორი ადამიანი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დღეს დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაცია report.ge-ს სუს-ში დაუდასტურეს.

უწყების ცნობით, ,,მთავარი არხის" ეთერში გასულ რეპორტაჟთან დაკავშირებით გამოძიება საბოტაჟის მცდელობის მუხლით არის დაწყებული. სუს-ში არ გამორიცხავენ, რომ გამოძიების ფარგლებში, უწყებაში კიდევ რამდენიმე ადამიანის დაბარება გახდეს საჭირო.

რეპორტაჟში რესპონდენტები ყვებოდნენ, რომ მათი ოჯახის წევრის გარდაცვალების ცნობაში, მიზეზად, კორონავირუსის ჩაწერის სანაცვლოდ 10 000 ლარს სთავაზობდნენ.