დაკავებული დემონსტრანტების ადვოკატი მოსამართლემ დარბაზიდან გააძევა

მოსამართლემ, დაკავებული დემონსტრანტების ადვოკატი ლევან დავითაია სასამართლო დარბაზიდან გააძევა. მისი შეფასებით უფლებადამცველმა სასამართლოს მიმართ უპატივცემულობა გამოიჩინა.

შეგახსენებთ, რომ აქციაზე დაკავებული 6 პირის საქმეს საქალაქო სასამართლო ამ დრომდე განიხილავს. პროცესი გუშინ დაიწყო, თუმცა გვიან ღამით მოსამართლემ დაკავებულები დარბაზიდან გაათავისუფლა. დღეს 13:00 საათიდან კი სასამართლო განხილვა გაგრძელდა.

დაკავებულების მიმართ გამოძიება ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 დღით თავისუფლების აღკვეთას ან ფინანსურ სანქციას გულისხმობს. სულ 37 პირია დაკავებული.