დავით კოდუა ოჯახური ძალადობის ბრალდებით დააკავეს

ბიზნესმენი დავით კოდუა ოჯახური ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ კოდუა მეუღლისა და შვილის მიმართ ფიზიკური ძალადობის ბრალდებით დააკავა.

როგორც შსს-ში Report.ge-ს განუცხადეს, კოდუა დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით, რაც ოჯახურ ძალადობას გულისხმობს.

მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.