დედასთან, რომელიც შვილებს ამათხოვრებდა, საპროცესო შეთანხმება გაფორმდა

დედასა და დეიდასთან, რომლებიც ბათუმში 4 მცირეწლოვან ბავშვს მათხოვრობას აიძულებდნენ, საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. მათ 14-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდათ.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, მცირეწლოვანი ბავშვების დედას 5 წელი მოუწევს ციხეში ყოფნა, 4 წელი კი, პირობითი მსჯავრის ქვეშ ექნება. მეორე ბრალდებულს კი 4 წლით მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა, 4 წელი – პირობითი.