დღეს მაია რჩეულიშვილი საპატიმროს დატოვებს

სამშენებლო კომპანია "ცენტრ პოინტის" ერთ-ერთი მფლობელი, მაია რჩეულიშვილი  საპატიმროს დღეს დატოვებს.

ტელეკომპანია "იმედის" ინფორმაციით, ამ წუთებში, სააპელაციო სასამართლოში საპროცესო შეთანხმების ბოლო დეტალები ზუსტდება. ამის შემდეგ, მოსამართლემ საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რის შედეგადაც, 11-წლიანი საქმე ოფიციალურად დასრულდება.

მაია რჩეულიშვილი 2016 წლის ივლისში, "მაგნოლიას" საქმის ეპიზოდზე დააკავეს. ამის შემდეგ, რამდენჯერმე იყო საპროცესო შეთანხმების გაფორმების მცდელობა, თუმცა, დოკუმენტს არც ერთი მხარე არ აწერდა ხელს.

პროკურატურის მთავარი მოთხოვნა, რის საფუძველზეც, საბოლოოდ, შეთანხმება გაფორმდა, არის ის, რომ ყველა დაზარალებული უნდა დაკმაყოფილდეს. როგორც ცნობილია, მერიის შუამდგომლობით, "ცენტრ პოინტის"მშენებლობები დასრულდება.