დის რიტუალურ მკვლელობაში ბრალდებულმა სასამართლოზე ჭერი გახვრიტა და გაქცევა სცადა - VIDEO

მოსკოვის შჩერბინსკის სასამართლოში დის რიტუალურ მკვლელობაში ბრალდებულმა სასამართლო დარბაზიდან გაქცევა სცადა. 18 წლის ლეონიდ გრეისერი საკნის ზემოთ აძვრა და დარბაზის ჭერი გახვრიტა. პოლიციას მის დასაკავებლად ელექტროშოკერი და ხელკეტები დასჭირდა. 

ბრალდებულმა უფროს დას მძიმე ჭრილობები მიაყენა. მან 21 წლის გოგონას სხეულზე უცნაური ნიშნები ამოტვიფრა. დაზარალებულმა გაქცევა მოახერხა თუმცა მიღებული ჭრილობებით გარდაიცვალა. როდესაც დაღუპულის სხეულს მიაგნეს, მისი ძმა დის გვერდით შიშველი იდგა და რიტუალურ სიმბოლოებს  კედელზე ხატავდა.