დუშეთში ქალი მოკლეს

დუშეთში 60 წლამდე ქალი  მოკლეს. შემთხვევა სოფელ პავლეურში გვიან ღამით მოხდა. ინფორმაცია Report.ge-ს შსს-ში დაუდასტურეს.

ამ დროისათვის მკვლელობის მოტივი უცნობია.

როგორც უწყებაში აცხადებენ,  საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.