"ძალიან ბევრ იმედგაცრუებას ვპირდები" - გვარამია

"ყველაფერი წინ არის, პროკურატურას ბევრი იმედგაცრუება ელოდება ამ პროცესში, ძალიან ბევრი. მათ შორის ასეთ სასამართლოს პირობებშიც"- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ სასამართლოს დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. 

მისი თქმით, ეს იყო საქართველოს ისტორიაში პირველი სხდომა, სადაც სასამართლოზე ქვეყნის დამფუძნებელი გამოვიდა და დაწვრილებით ისაუბრა წამების თაობაზე. გვარამია ფიქრობს, რომ პროკურატურა უნდა დაინტერესდეს მიხეილ სააკაშვილის ამ განცხადებით.

"აბსურდი იყო სრულიად, არ გამოუვიდა პროკურატურას, ისევე როგორც არ გამოუვიდა მიხეილ სააკაშვილის პირდაპირი ეთერის დაბლოკვა. ორივე შემთხვევში სასამართლომ ჩვენი შუამდგომლობები დააკმაყოფილა, ამიტომაც ყველაფერი წინ არის.

პროკურატურას ბევრი იმედგაცრუება ელოდება ამ პროცესში, ძალიან ბევრი. მათ შორის ასეთ სასამართლოს პირობებშიც ძალიან ბევრ იმედგაცრუებას ვპირდები. ეს იყო საქართველოს ისტორიაში პირველი სხდომა, სადაც სასამართლოზე ქვეყნის დამფუძნებელი მამა გამოვიდა და თქვა, რაც მთავარია მოყვა წამების თაობაზე დაწვრილებით. დღეს უკვე დაოქმებულად პირდაპირ, მსხვერპლის მოყოლით ვიცით წამების ფაქტის შესახებ და დაუყოვნებლივ უნდა აღძრას პროკურატურამ საქმე. დაწყებული აქვს გამოძიება უკვე სახელმწიფო ინსპექტორს და პროკურატურამ აუცილებლად უნდა გააკეთოს განცხადება ამ საქმესთან დაკავშირდებით. ნუ გააკეთებს თუ უნდა, ეს მისი პრობლემა იქნება ვპირდები, მათ შორის სტრასბურგის სასამართლოში. - აცხადებს ნიკა გვარამია