ძმები ფეიქრიშვილების შეკვეთილი მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

საქალაქო სასამართლოში ძმების დავით და გიორგი ფეიქრიშვილების შეკვეთილი მკვლელობის მომზადების საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

საქმის პროკურორის განცხადებით აფეთქება ორ ქალაქში იგეგმებოდა თუმცა მოტივზე გამოძიება ახლა მიმდინარეობს.

"ორ პირს ბრალად ედება განზრახ მკვლელობის მომზადებაა. დანარჩენ ოთხ პირს ბრალად ედებათ ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი ნივთიერების დამზადება და გასაღება. სულ დაკავებულია 7 პირი. აქედან ერთი დაკავებულია უკრაინაში.

ძმების განზრახ მკვლელობა იგეგმებოდა შეკვეთით, ისეთი საშუალებით, რომელიც საფრთხეს უქმნის სხვა ადამიანების სიცოცხლეს. მკვლელობის მოტივებზე და სხვადასხვა მიზნებზე გამოძიება მიმდინარეობს", - განაცხადა პროკურორმა მაია სილაგაძემ.

ძმები ფეიქრიშვილების მკვლელობის მომზადების ფაქტზე შვიდი პირი დააკავეს აქედან 1 უკრაინისა და 6 საქართველოს მოქალაქეა.