ექსპერტ-კრიმინალისტებმა მიხეილ რამიშვილის მანქანა შეამოწმეს

თბილისის პროკურატურასთან ექსპერტ-კრიმინალისტებმა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის ავტომობილი შეამოწმეს.

მეტ დეტალს არც საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები და არც ადვოკატი არ აკონკრეტებენ.

როგორც რამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, "ეს საქმეს სჭირდება".