ექსპო ჯორჯიასთან დემონსტრაციაზე დაკავებული პირები გაათავისუფლეს

„ექსპო ჯორჯიასთან“ მიმდინარე საპროტესტო აქციისას დაკავებული სამოქალაქო პირები ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

9 პირი დღეს "ქართული ოცნების" ყრილობის მიმდინარეობისას მაშინ დააკავეს, როდესაც დემონსტრანტები "ქართული ოცნების" მიმართ არჩევნების გაყალბების შესახებ სკანდირებდნენ. 

პოლიციამ ისინი ხულიგნობისა და დაუმორჩილებლობის გამო დააკავა.