გადაუვადდება თუ არა გიორგი მამალაძეს სასჯელი?

დეკანოზ გიორგი მამალაძის სასჯელის გადავადების საკითზე სასამართლო გადაწყვეტილება 17 მარტს გახდება ცნობილი. ამის შესახებ განცხადება პენიტენციური სამსახურის ადვოკატმა ნიკა აბრამიშვილმა გააკეთა. სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული.

სასჯელის გადავადების შუამდგომლობით საქალაქო სასამართლოს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა მიმართა. დღევანდელ სხდომაზე ის ექსპერტები დაიკითხნენ, რომლებიც მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო დასკვნა დადეს, ასევე დაიკითხა პენიტენციური დაწესებულების ექიმი, რომელმაც სასამართლოს მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.