განვიხილეთ სასიყვარულო ვერსია - შაქარაშვილის ბიძა მკვლელობის მოტივზე საუბრობს

გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ბიძა, მირიან ნიკოლაძე ძმისშვილის მკვლელობის მოტივზე საუბრობს და განმარტავს, თუ რატომ აღმოჩნდა მსხვერპლი მაინცდამაინც გიორგი. 

ნიკოლაძის თქმით, მკვლელობის მოტივი მუშავდება, განიხილეს სტანდარტული და არასტანდარტული მოტივი.

„გიორგი უმიზეზოდ მოკლეს, მის ადგილას შესაძლოა სხვა ყოფილიყო. ჩვენ განვიხილეთ არასტანდარტული ვერსიაც. სასიყვარულო ისტორიის შესახებ, თუმცა ეს მოტივი შესუსტებულია. ძირითადად არის ის ვერსია, რომ გიორგი ჩაიგდეს ხელში შემთხვევით და მოკლეს“- განაცხადა ნიკოლაძე.