სასამართლომ გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული გიორგი ჭანტურიას მიმართ განაჩენი გამოიტანა.
გიორგი ჭანტურია გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის ნაწილში გამართლდა და დამნაშავედ იქნა ცნობილი ცეცხლსასროლი იარაღის, უკანონო შეძენა- შენახვის ნაწილში.
მას 6 წლით პატიმრობა მიესაჯა. გიორგი ჭანტურია დარბაზშივე დააკავეს.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ჭანტურია სამართალდამცავებმა 2018 წლის 7 აგვისტოს, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით წარედგინა, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. 2019 წლის 3 მაისს, რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიორგი ჭანტურიას აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი შეეცვალა და ასევე, გირაოსთან ერთად დაეკისრა დამატებითი ვალდებულებები.