გიგი უგულავას 2000 ლარიანი გირაო შეეფარდა და პასპორტი ჩამოერთვა

თბილისის საქალაქო სასამართომ გიგი უგულავას 2000 ლარიანი გირაოს გადახდა დააკისრა. მოსამართლის გადაწყვეტილებით „ევროპული საქართველოს“ წევრს, საგამოძიებო უწყებებისთვის პასპორტისა და პირადობის მოწმობის ჩაბარება დაევალა.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგი უგულავამ გუშინ „ფეისბუქში“ დაწერა, რომ მას და გოკა გაბაშვილს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავს დაესხნენ. მომხდართან დაკავშირებით  უგულავა და გაბაშვილი შსს-ში გამოიკითხნენ.

აეროპორტში მომხდარ ინციდენტზე გიგი უგულავას ბრალი ძალადობის მუხლით წარედგინა, გოკა გაბაშვილი კი, დაზარალებულადაა ცნობილი.