გიორგი მარგველაშვილის სიძე ისევ დააკავეს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის სიძე, მინდია გოგოჭური ისევ დააკავეს.

ინფორმაცია Report.ge-ს შსს-ში დაუდასტურეს.

მათი ინფორმაციით, დაკავების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო რაც ძალადობას-ცემას გულისხმობს.

გამოძიება ასევე მიმდინარეობს 236-ე მუხლით, რაც იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.