გიორგი რურუას გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება იწყება

გიორგი რურუას გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება იწყება. 

სამოქალაქო აქტივისტები დღეს, 11:00 საათზე, პარლამენტის წინ ბრიფინგს გამართავენ და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს რურუას შეწყალების მოთხოვნით მიმართავენ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ, 30 ივლისს, ,,მთავარი არხის" მეწილე დამნაშავედ ცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია "მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილე, გიორგი რურუა სამართალდამცველებმა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება რურუას სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებოდა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.