გიორგი შაქარაშვილის დედამ სასამართლოში გამოცხადებაზე უარი განაცხადა

გიორგი შაქარაშვილის საქმის განხილვაზე, გარდაცვლილის დედამ პროცესზე გამოცხადებაზე და ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა. ამასთან დაკავშირებით მან სასამართლოს წერილობით მიმართა.

როგორც გარდაცვლილი ახალგაზრდის დედამ განმარტა, პროცესში მონაწილეობის მიღება მისთვის სტრესული იქნება.

ბრალდების მხარემ, თამუნა შალვაშვილი მოწმეთა სიიდან ამოიღეს.