გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 17 ბრალდებულის სასამართლო დაიწყო

მცხეთის რაიონულ სასამართლოში, გიორგი შაქარაშვილოს საქმეზე დაკავებულების სასამართლო პროცესი დაიწყო.

17 დაკავებულიდან, 6 არასრულწლოვანია.

სხდომაზე დაკავებულების მიმართ აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.

პროკურატურამ ბრალდების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

სხდომა მედიისთვის დახურულია.