გორის ჰოსპიტალმა სააკაშვილთან ვიზიტორების შესვლა შეზღუდა

გორის სამხედრო ჰოსპიტალმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტორების შესვლა შეზღუდა.

გადაწყვეტილების შესახებ განცხადება ჰოსპიტალის ხელმძღვანელობამ გააკეთა. 

"ვიზიტორების შესვლა იზღუდება 4-დან 6 საათამდე. ეს ეხება შაბათ-კვირასაც" - განაცხადა ჰოსპიტლის მთავარმა ექიმმა.

რა გახდა შეზღუდვების დაწესების მიზეზი, მას არ განუმარტავს.