გორის მუნიციპალიტეტის სკოლაში კომპიუტერები მოიპარეს 

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფხვენისის საჯარო სკოლიდან 6 კომპიუტერი მოიპარეს.

გორის რაიონის რესურსცენტრის წარმომადგენლის, ნანა ტერმაკოზაშვილის ინფორმაციით, კომპიუტერები სავარაუდოდ, ფანჯრიდან არის გატანილი.

როგორც report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.