გორში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდეს

გორში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდეს. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. 

გამოძიების მიხედვით, 6 აგვისტოს კასპის რაიონის სოფელ ახალქალაქში, მაღაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე გ.გ-ს შურისძიების მოტივით, ლ. ხ.-მ, დანით გულმკერდის არეში ჭრილობა მიაყენა. გ.გ. მიღებული დაზიანების შედეგად, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა, ლ.ხ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალი სსკ-ის 108-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას 7-დან 15 წლამდე ითვალისწინებს.