გიორგი რურუამ საპატიმრო დატოვა

გიორგი რურუა თავისუფალია. მან გლდანის N8 სასჯელაღსრულების დაწესებულება ცოტა ხნის წინ დატოვა.

რურუა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს შეიწყალა.

შეგახსენებთ, ტელეკომპანია "მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილე, გიორგი რურუა სამართალდამცველებმა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს.

გამოძიება რურუას სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებოდა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მიმდინარე წლის 30 ივლისს, გიორგი რურუა დამნაშავედ ცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.