დაპირისპირება პარლამენტთან - პოლიციამ ორი პირი დააკავა

ხმაური იყო გვიან ღამით პარლამენტთან. უცნობ მოქალაქეებსა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

სიტუაცია ადგილზე საპატრულო პოლიციამ განხმუხტა. სამართალდამცველებმა ინციდენტში მონაწილე 2 პირი დააკავეს.

როგორც report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 126-ე მუხლით მიმდინარეობს.