უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურა დღეს შეირჩევა

იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურას დღეს შეარჩევს. ამასთან დაკავშირებით 15:00 საათზე, უზენაეს სასამართლოში, მოსამართლეებთან კონსულტაციები გაიმართება. მხარეები საკუთარ კანდიდატურებს დაასახელებენ.

16:00 საათზე კი, გასვლით სხდომაზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურაზე იმსჯელებენ. საბჭოს წევრები, პარლამენტისთვის წარსადგენ ერთ კანდიდატს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შემადგენლობიდან შეარჩევენ.

შეგახსენებთ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტი 2018 წლის 2 აგვისტოდან გახდა ვაკანტური, მას შემდეგ,რაც ნინო გვენეტაძემ თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა. პოსტიდან წასვლის მიზეზად, გვენეტაძემ ჯანმრთლეობის მდგომარეობა დაასახელა.