შსს-ში საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა

შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი ჩაინიშნა, რომელიც 14:00 საათზე დაიწყება, - ამის შესახებ report.ge-ს უწყების პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ბრიფინგს შს მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძე გამართავს.

ბრიფინგი, სავარაუდოდ, გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით გაიმართება.