შსს-ში ბრიფინგი ჩაინიშნა

შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გაიმართება. ბრიფინგს უწყებაში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე გიორგი ლილუაშვილი გამართავს.

როგორც ცნობილია, პოლიციამ ნარკორეალიზატორები დააკავა, სწორედ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გახდება დამატებითი დეტალები ცნობილი. 

ბრიფინგი შსს-ში 11:00 საათზეა ჩანიშნული.