ინციდენტი აეროპორტში - გიგი უგულავას ბრალი წაუყენეს, გოკა გაბაშვილი კი დაზარალებულად ცნეს

დღეს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, "ევროპული საქართველოს" წევრს გიგი უგულავას ძალადობის მუხლით (სსკ-ის 126 მუხლი) ბრალი წაუყენეს, გოკა გაბაშვილი კი დამნაშავედ ცნეს.

ინციდენტში მონაწილე კიდევ ორი პირიდან, რომლებსაც უგულავა და გაბაშვილი თავდასხმაში ადანაშაულებდნენ, ერთს ძალადობის მუხლით წარედგინა ბრალი, ხოლო მეორე დაზარალებულად არის ცნობილი.