ირაკლი კობახიძე სუს-ში გამოკითხვაზე იმყოფება

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფება. აღნიშნული ინფორმაცია report.ge-ს სუს-ში დაუდასტურეს. 

რა საკითხთან დაკავშირებით იმყოფება კობახიძე საგამოძიებო უწყებაში, უცნობია. სუს-ში დეტალებზე არ საუბრობენ. 

თუმცა, წინასწარი ინფორმაციით, ირაკლი კობახიძეს, დაგეგმილი პროვოკაციების შესახებ, არჩევნების წინ მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით კითხავენ.