ირაკლი შოთაძე ბაჩალიაშვილის მშობლებს შეხვდება

გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე დღეს გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს შეხვდება. შეხვედრა გენერალურ პროკურატურაში 14:00 საათზე გაიმართება.

გარდაცვლილის დედა, თეონა თამაზაშვილმა აცხადებს, რომ გენერალურ პროკურორთან მისი ძირითადი მოთხოვნა გამოძიებაში ფედერალური ბიუროს ჩართვა და თვითმკვლელობის ვერსიის გამორიცხვა იქნება.