ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პატიმრობაში რჩებიან

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებული ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პატიმრობაში რჩებიან.

გადაწყვეტილება მოსამართლემ ზეპირი მოსმენის გარეშე მიიღო და პირველი ინსტაციის მიერ აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა ძალაში დარჩა.

7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.