კალანდიას განაჩენი ცნობილია

განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებული, მიხეილ კალანდია სააპელაციო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი ძალაში დატოვა.

მიხეილ კალანდიას 11 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. სააპელაციო საჩივარს მოსამართლეთა კოლეგია თითქმის, 3 თვის განმავლობაში განიხილავდა და დღეს გადაწყვეტილება პალატამ გამოაცხადა. 

შეგახსენებთ, რომ მიხეილ კალანდია, დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს.