ქემალ არძინბას მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს

ოკუპირებულ აფხაზეთში პირველი დე ფაქტო პრეზიდენტის, ვლადისლავ არძინბას ძმის შვილის, ქემალ არძინბას მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს. 

ბათალ ფილიას დაკავების შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, 1992 წელს დაბადებული ფილია აფხაზეთის კრიმინალურ წრეებში კარგად ცნობილი პირია. 

ცნობისთვის, სოხუმში ვლადისლავ არძინბას ძმის შვილი ქემალ არძინბა 18 მაისს მოკლეს.