ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 14 ფაქტი გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 14 ფაქტი გამოავლინეს.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბა ჯვარში, გადამოწმების მიზნით შეჩერებული ავტომანქანების ძარაზე ჯამში 190 მ3 პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი, 2 მ3 ძელაკი, 3 მ3 ნაგვერდული, 20 მ3 საშეშე მერქანი და 12 ერთეული მრგვალი მორი იყო განთავსებული.

მძღოლებმა ვერ წარმოადგინეს შესაბამისი დოკუმენტაცია. 

სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები. საქმის მასალები შემდგომი განხილვის მიზნით, შესაბამის რაიონულ სასამართლოებში გადაიგზავნა.