ხე-ტყის უკანონო მოპოვების 18 ფაქტი გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტყითსარგებლობის 18 ფაქტი გამოავლინეს.

მარტვილის, წალენჯიხის, სენაკის, ხობის, ჩხოროწყუს, აბაშისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში, მოქალაქეებმა უკანონოდ მოიპოვეს და განახორციელეს 63 მ3-ზე მეტი სხვადასხვა სახეობის საშეშე მერქნის ტრანსპორტირება.

სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები.

საქმის მასალები შემდგომი განხილვის მიზნით, გადაიგზავნა შესაბამის რაიონულ სასამართლოებში.