ხმაური ქუთაისში - სასამართლომ "რიონის მცველები" პატიმრობაში დატოვა

ხმაური და დაპირისპირება იყო ქუთაისში, სადაც "რიონის მცველების" სასამართლო პროცესი გაიმართა. 

ქუთაისის სასამართლომ საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას დაკავებული 7 ადამიანის საქმეზე იმსჯელა, მათ შორის ძმები წულუკიძეებიც არიან. 

შვიდივე მათგანი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა, რასაც ოჯახის ახლობლების პროტესტი მოყვა.