ხმაური და დაპირისპირება თბილისის მერიასთან - დაკავებულია 4 პირი

თბილისის მერიასთან "სტრატეგია აღმაშენებლის" წარმომადგენლების მიერ მიმდინარე აქციაზე, აქციის მონაწილეები და სამართალდამცველები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, რის შედეგადაც 4 პირი დააკავეს. ამასთან, შეუძლოდ გახდა ერთ-ერთი აქტივისტი.

ინფორმაცია report.ge-ს შსს-ში დაუდასტურეს. ამთი ცნობით, აქციის მონაწილე ოთხი პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173 მუხლით დააკავეს. 

ცნობისთვის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლები თბილისის მერიასთან პლაკატების გაკვრის გამო, მათი პარტიის წევრების დაჯარიმებას აპროტესტებენ და ჯარიმების ჩამოწერას მოითხოვენ.