ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში ხმაურია. აქციაზე დაკავებული დემონსტრანტების ახლობლები დარბაზში შესვლას ითხოვენ, რის საშუალებასაც მათ მანდატურის სამსახური არ აძლევს. მათ შორის დარბაზში შესვლას ვერ ახერხებენ ბრალდებულებიც.
რამდენიმე წუთში მოსამართლე 6 დაკავებულის საქმეზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.