ხვალ მამუკა ხაზარაძეს ე.წ. "ფულის გათეთრების" საქმეზე დაკითხავენ

ხვალ თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. "ფულის გათეთრების" საქმეზე პოლიტიკოსი მამუკა ხაზარაძე დაიკითხება. პროცესზე დაცვის მხარის მტკიცებულებები უნდა გამოიკვლიონ.

პარტია "ლელოს" დამფუძნებლებს ბრალი ჯგუფურად 16 644 000 დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე ედებათ.