კომუნიკაციების კომისიამ "მთავარი არხი" დააჯარიმა

კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ მოძრაობა "სირცხვილიასკლიპის ეთერში განთავსების გამო "მთავარი არხი" 111 903 ლარით დააჯარიმა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია ავრცელებს.

მარეგულირებლის განმარტებით, ვიდეო კლიპი პოლიტიკური შინაარსისაა და, შესაბამისად, არასაარჩევნო პერიოდში ტელეკომპანიას მისი გამოქვეყნების უფლება არ ჰქონდა.

კლიპში, რომლის გამოც მთავარი არხი დაჯარიმდა, ქართული ოცნების წევრებისა და ლიდერების ფოტოებით რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის სახის გამოსახულება იქმნება. 

მარეგულირებლმა არხი ასევე დააჯარიმა დაჯარიმდა ვიდეოების სერიის ეთერში გაშვების გამოც, სახელწოდებით "კლავს".