კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე დაკავებულბის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე დაკავებული სამი პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ბათუმის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს.

საქმეზე დაკავებულები არიან ბინის მეპატრონე და კიდევ 2 პირი, რომელებიც სადარბაზოს პირველ სართულზე სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებდნენ.

სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის და სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტებზე, რომელსაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი მოჰყვა, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.