ქურდული სამყაროს წევრობისთვის სამ პირს პატიმრობა მიესაჯა

„ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის, „ქურდული სამყაროს“ წევრის მიმართვისთვის და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა - შენახვისთვის ბრალდებულებს თბილისის საქალქო სასამართლომ 8, 7 და 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

როგორც report.ge-ს გენერალური პროკურატურიდან აცნობეს, ერთ-ერთმა ბრალდებულმა ბიზნეს-დავის მოსაგვარების მიზნთ და სარგებლის მისაღებად „ქურდული სამყაროს“ წევრებს მიმართა.  

გარდა ამისა, უწყების ცნობით, ერთ-ერთმა ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და ვაზნები, რომელსაც საცხოვრებელ სახლში ინახავდა. 

ბრალდებულები სამართალდამცველებმა 2019 წლის 23 მარტს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.