კვიპროსში 17 ქართველი დააკავეს

კვიპროსში, ლიმასოლის რაიონულ სასამართლოში 17 ქართველის საქმეზე მოსმენა გაიმართა, რომლებიც ყალბი დოკუმენტების საფუძველზე სამშენებლო ობიექტებზე არალეგალურად მუშაობდნენ. სასამართლომ მათ 8-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ლიმასოლის სამშებენლო ობიექტზე შემოწმება წინა დღეს განხორციელდა. დოკუმენტების შესწავლის შემდეგ დადგინდა, რომ საბუთები ყალბი იყო. 17-ვე ქართველი ადგილზე დააკავეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. 

აღნიშნულის გარკვევა report.ge-მ საგარეო საქმეთა სამინისტროში სცადა. როგორც უწყებაში აცხადებენ, საკონსულოში ქართველების დაკავების შესახებ ამ დრომდე, ინფორმაცია არ შესულა.