ლექსო ლაშქარავაზე თავდასხმისთვის კიდევე ერთი პირი დააკავეს

ლექსო ლაშქარავასა და მის კოლეგა ჟურნალისტზე თავდასხმისთვის კიდევ ერთი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ის 1991 წელს დაბადებული მამაკაცია, რომელიც "სირცხვილიას" ოფისში "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფს თავს დაესხა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 156-ე მუხლის მე -2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.