ლევან ზურაბაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლო, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდასხმაში ბრალდებული ლევან ზურაბაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს. სხდომა 11:30 საათზეა ჩანიშნული.

ზურაბაშვილს მძევლად ხელში ჩაგდების მუხლით ბრალი უკვე წარუდგინეს. ასევე, საქმეზე დანიშნულია ფსიქიატრიული ექსპერტიზა.

დაცვის მხარე ბრალდებულის დარბაზიდან გათავისუფლებას მოითხოვს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას.