მამის და ბაბუის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

მცხეთის რაიონულმა სასმართლომ მამის და ბაბუის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ოკინაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ბრალდებულის ადვოკატმა პატიმრობის ნაცვლად აღკვეთი ღონისძიების სახით 5000 ლარიანი გირაოს შეფარდება მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

შეგახსენებთ, 28 წლის კაცმა მცხეთაში, სოფელ მუხრანში მამა და ბაბუა მოკლა.