მე-8 კლასელს სკოლაში დანა და ე.წ კასტეტი აღმოუჩინეს

გორში, მერვე კლასელ ბიჭს დანა და ე.წ კასტეტი სკოლაში აღმოუჩინეს. 

როგორც report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მოსწავლე პოლიციის თანამშრომლება განყოფილებაში გადაიყვანეს და მშობელის თანდასწრებით გამოკითხეს. 

უწყების ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება ადმინისტრაციული კოდექსის 172-ე მუხლით დაიწყო, რაც მშობლის ან ბავშვის სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ არასრულწლოვნის აღზრდისა და სწავლების მოვალეობათა შეუსრულებლობას გულისხმობს.