მედიაზე ძალადობაში ბრალდებული 10 პირი პატიმრობაში დარჩა

სასამართლომ 5 ივლისს მედიაზე ძალადობის საქმეზე ბრალდებული 10 პირის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის თაობაზე  იმსჯელა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბრალდებულები პატიმრობაში რჩებიან.

პროკურატურა დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, დამატებით ერთი თვის ვადას ითხოვს.

5 და 6 ივლისს, ჟურნალისტებზე ძალადობაში სულ ბრალდებულია 27 პირი.